18 დეკემბერს “საქართველოს მომავლის აკადემიის” და “წერტილის” ფასილიტაციით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა სახალხო დისკუსია თემაზე “სტუდენტური აქტივიზმი”.
დისკუსიების სერიის მიზანია შექმნას საერთო სივრცე, რომელშიც საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას თანაბრად ექნება. შესაბამისად, სახალხო დისკუსიას არ ჰყოლია მომხსენებლები. აღნიშნულის სანაცვლოდ მონაწილეებს ადგილზე დახვდათ შესაძლებლობა, ამოერჩიათ მათთვის საინტერესო თემა/მაგიდა და მოდერატორის დახმარებით ემსჯელათ მასზე. განხილულ თემებს შორის იყო სტუდენტური აქტივიზმის გზები, რა შეგვიძლია ვისწავლოთ წარსულ შეცდომებზე, როგორ უნდა გაერთიანდნენ უნივერსიტეტები და ასე შემდეგ.
გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის დღეს სახალხო დისკუსიები იმაზე საჭიროა, ვიდრე არასდროს. შესაბამისად მსგავსი დისკუსიების სერია გაგრძელდება.