ფენიქსის ორდენის აკაკი წერეთლისა და ბარბარე ჯორჯაძის ნაკადი წარმატებით დასრულდა.
ხუთი კვირის მანძილზე მონაწილეებმა ლექციებზე დასწრებითა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში მონაწილეობით განივითარეს თანამედროვეობისთვის მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, საჯარო გამოსვლები და სხვა. საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლა - მონაწილეებმა შეიძინეს მეგობრები და მენტორები, რომლებიც მათ პიროვნული და პროფესიული განვითარების შემდგომ ეტაპებზეც გაუწევენ მხარდაჭერას.
ფენიქსის ორდენი არის ადგილი იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც განვითარება უნდა!