ფენიქსის ორდენი არის ახალგაზრდების გაერთიანება, რომლის წევრებიც მიიღებენ ექსკლუზიურ ბენეფიტებს საქართველოს მომავლის აკადემიისგან, შეიმეცნებენ ახალ საგნებს და თანატოლებთან ერთად სასიამოვნო გარემოში განავითარებენ იდეებს საქართველოს განვითარებისთვის.
მხოლოდ წევრებს ვთავაზობთ:
🐦🔥 სხვადასხვა დახურულ კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს სამაგდიო თამაშების კლუბი, დებატების კლუბი, მედიაწიგნიერების კლუბი თუ სხვა;
🐦🔥 ექსკლუზიურად წევრებისთვის დაორგანიზებულ საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებზე დასწრების უფლებას;
🐦🔥 „საქართველოს მომავლის აკადემიის“ სხვა პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
🐦🔥 ჩვენთან სტაჟირების გავლის უპირატეს შესაძლებლობას.
ფენიქსის ორდენის წევრობის მსურველებმა უნდა გაიარონ 5-კვირიანი ინტენსიური კურსი, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეძლებთ დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური უნარებისა და ცოდნის შეძენას. ისწავლით საკუთარი უფლებების დაცვას და რეალიზებას, აითვისებთ დებატებისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, გაიგებთ მეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, AI-ის გამოყენება, დეზინფორმაციის ამოცნობა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ფენიქსის ორდენის თითო ნაკადი სიმბოლურად გამორჩეული ქართველის სახელს ატარებს- იმ დიდი ადამიანების, რომლებმაც ცხოვრება საქართველოს მიუძღვნეს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავად იბრძოდნენ და ჩვენი საზოგადოების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
თუ ხარ 16-20 წლის, გსურს ცოდნის მიღება, ახალი მეგობრების შეძენა და მათთან ერთად ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იდეების განვითარება, მაშინ შემოგვიერთდი! ამჟამად გამოცხადებულია მიღება ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის ნაკადებზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს: https://forms.gle/qkUYvHhgnyB3vJXr5