ხედვა
საქართველო ტრანსფორმირებულია თავისუფალ და განვითარებულ სახელმწიფოდ, და მის წამყვან ძალას ახალგაზრდები წარმოადგენენ.
მისია
“საქართველოს მომავლის აკადემიის” მისიაა განვითარებული, თანამედროვე და წარმატებული საქართველოს ჩამოყალიბება საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერების გზით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ტრანსფორმაცია თავისუფალ, ევროპულ ქვეყანად შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით და მათი სამოქალაქო ჩართულობით.
ისტორია
“საქართველოს მომავლის აკადემია” არის არასამეწარმეო, არაკომერციული ახალგაზრდული სათემო საგანამანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლის 19 აგვისტოს დაარსდა და წლებია აქტიურად მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით:
ა) ახალგაზრდების სამოქალაქო განათლება;
ბ) დებატების და საჯარო გამოსვლების კულტურის დამკვიდრება;
გ) ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო/საარჩევნო პროცესებში, როგორიცაა კარდაკარ კამპანიები და სადამკვირვებლო მისიები.
აკადემიის გამორჩეული პროექტია “იდებატე”, ერთადერთი სეზონური დებატების ჩემპიონატი საქართველოში, რომელიც 4500-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს წარმატებით ჩატარებულ 80 ტურნირთან და ასამდე კვალიფიციურ მსაჯთან ერთად.
ამასთან, “საქართველოს მომავლის აკადემია” 2017 წლიდან აკვირდება საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იგი იყო სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” ბორდის წევრი და აქტიური კონტრიბუტორი.
ორგანიზაცია აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს და მოხალისეებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
ჩვენი გუნდი
აღმასრულებელი გუნდი
მმართველი საბჭო
ბიოგრაფია
იმედა კლდიაშვილი
ბიოგრაფია
თეონა ზურაბაშვილი
თეონა ზურაბაშვილი არის გოთენბურგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი პოლიტიკურ მეცნიერებებში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში. გოთენბურგის
უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მან სტაჟირება გაიარა მთავრობის ხარისხის ინსტიტუტში (QoG), რომელიც კორუფციის კვლევის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას
წარმოადგენს. თეონა არის Swedish Institute-ის სტიპენდიატი (2018-2020), რომელიც არის შვედეთის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
სხვადასხვა დროს თეონა ზურაბაშვილი მუშაობდა, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორში. ამჟამად თეონა ზურაბაშვილის პროფესიული
ინტერესების სფეროს წარმოადგენს კარგი მმართველობა, კორუფცია და ანტიკორუფციული მექანიზმები და გარდამავალ დემოკრატიებში პოლიტიკური
პარტიების განვითარება. ამ და სხვა თემებზე თეონა ზურაბაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც პოლიტიკის კვლევით არიან დაკავებული.
ბიოგრაფია
ალექსანდრა შალიბაშვილი
ალექსანდრა შალიბაშვილი არის საქართველოს სამომავლო აკადემიის მმართველი საბჭოს წევრი და ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი. ალექსანდრა უკვე ათი წელია აქტიურადაა ჩართული აკადემიის საქმიანობაში და ამ დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა არაერთ კვლევით ინიციატივას, ჩართული იყო სადამკვირვებლო მისიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე იყო დებატების სეზონური ჩემპიონატის „იდებატე!“ მთავარი ორგანიზატორი.
ალექსანდრა არის მონაცემთა ანალიტიკოსი და ეკონომიკის მკვლევარი. მისი გამოცდილება მოიცავს არაერთ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს, რეგულირების ზეგავლენასა და საჯარო პოლიტიკის კვლევას. ის ასევე იყო გამოყენებითი სტატისტიკის მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტსა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), სადაც მან წარჩინებით დაამთავრა ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა.
ბიოგრაფია
ალექსანდრე ზიბზიბაძე
ბიოგრაფია
მარი კაპანაძე
მხარი დაუჭირეთ ჩვენს საქმიანობას
“საქართველოს მომავლის აკადემიის” მხარდაჭერით თქვენ გააძლიერებთ საქართველოში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს და წვლილს შეიტანთ განვითარებული, თანამედროვე და წარმატებული საქართველოს ჩამოყალიბებაში.