26 დეკემბერს “საქართველოს მომავლის აკადემიის” და “წერტილის” ფასილიტაციით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა მორიგი სახალხო დისკუსია თემაზე “საინფორმაციო ომი”.
დისკუსიების სერიის მიზანია შექმნას საერთო სივრცე, რომელშიც საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას თანაბრად ექნება. შესაბამისად, სახალხო დისკუსიას არ ჰყოლია მომხსენებლები. აღნიშნულის სანაცვლოდ მონაწილეებს ადგილზე დახვდათ შესაძლებლობა, ამოერჩიათ ერთ-ერთი მაგიდა და სხვა მონაწილეებთან ერთად ემსჯელათ თემის ირგვლივ.
26 დეკემბერს დისკუსიის მონაწილეები განიხილავდნენ თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდას და ამავდროულად შევქმნათ პროაქტიული დღის წესრიგი.
გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის დღეს სახალხო დისკუსიები იმაზე საჭიროა, ვიდრე არასდროს!