მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ერთი მხრივ ჩვენი უფლებების და მეორე მხრივ სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ. სწორედ ამიტომ საქართველოს მომავლის აკადემია აგრძელებს ახალგაზრდების განათლებას და მხარდაჭერას.
პროექტის "ევროპული მომავლის ბანაკის" მონაწილეებმა - ლიზი ლომიძემ, ანი კვარაცხელიამ, ეკატერინე ცუხიშვილმა, ლიზი სალბიშვილმა, ანასტასია კაპანაძემ და ანა საბაშვილმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი ინიციატივები ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რომლებიც ბანაკში შეიმუშავეს. მოეწყო ფილმის ჩვენებები, დისკუსიები, კონკურსები, ტრენინგები და ინტელექტუალური თამაშები, რომლებშიც მონაწილეობა 10-მდე სკოლის 40-მა მოსწავლემ მიიღო.
მადლობას ვუხდით მათ ასეთი აქტიურობისთვისა და კარგი საქმისთვის