„საქართველოს მომავლის აკადემია" აცხადებს მიღებას ფენიქსის ორდენის ანასტასია თუმანიშვილი- წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ნაკადებში. ფენიქსის ორდენში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს და I, II, III კურსის სტუდენტებს.
რას გთავაზობთ?
📚 დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური უნარებისა და ცოდნის შეძენა: შესაძლებლობა გექნება ისწავლო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, AI-ის გამოყენება, დებატები & საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა.
⚖️ საკუთარი უფლებების დაცვა და რეალიზება: ისწავლი მართლმსაჯულებასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციას, ამასთან გაიგებ თუ როგორ ამოიცნო დეზინფორმაცია.
🚀 პრაქტიკული უნარების შეძენა: შენ არ იქნები მხოლოდ მსმენელი, არამედ აქტიურად ჩაერთვები როლურ თამაშებში, სიმულაციებსა და სხვა აქტივობებში!
🫂 სოციალიზაცია და ახალი მეგობრების აღმოჩენა: ყოველ შაბათ-კვირას შეხვდები თანატოლებს, გაიჩენ მეგობრებს და ერთად განავითარებთ იდეებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
🏕️ ფენიქსის ორდენის წევრობა: კურსის დასრულების შემდეგ გახდები ფენიქსის ორდენის წევრი და აკადემიის დიდი ოჯახის ნაწილი, რაც მოიცავს:
- სხვადასხვა კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს სამაგიდო თამაშების კლუბი, დებატების კლუბი, კინოკლუბი თუ სხვა;
- სპეციალურად ფენიქსის ორდენის წევრებისთვის დაორგანიზებულ ლექციებსა და ტრენინგებზე დასწრების უფლებას;
- საქართველოს მომავლის აკადემიის სხვა პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- ჩვენთან სტაჟირების გავლის უპირატეს შესაძლებლობას, და სხვა.
📲 ფენიქსის ორდენში მონაწილეობის მისაღებად, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 28 აპრილისა https://forms.gle/b1UJfyfGW22D3MNj8
📍🗓 სწავლება დაიწყება 3 მაისს. შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას, 5 კვირის განმავლობაში.
ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა დეტალები შერჩეულ კანდიდატებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ.
ფენიქსის ორდენში მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ მონაწილეთათვის დაფინანსებულია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: phoenix@futureacademy.ge
კეთილი სურვილებით,
„საქართველოს მომავლის აკადემიის“ გუნდი