სათაური: აკადემიის წარმომადგენლები “თავისუფლების ფორუმს” ესწრებიან
20-21 ნოემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში, გაიმართა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის Atlas Network-ის ღონისძიება “თავისუფლების ფორუმი”, სადაც “საქართველოს მომავლის აკადემია” ალექსანდრე ზიბზიბაძემ და მარი კაპანაძემ წარადგინეს.
ალექსანდრე ზიბზიბაძემ მონაწილეობა მიიღო პანელში “ადგილობრივი სტრატეგიები გლობალური ავტორიტარიზმის დასამარცხებლად”.
მოხსენებისას, ალექსანდრემ ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მოპარულ არჩევნებსა და ავტორიტარიზმის სხვა გამოვლინებებზე. ალექსანდრემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის თანამედროვე ისტორია და ხაზი გაუსვა ამ ბრძოლაში საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამასთან, იგი შეეხო თავისუფლებისთვის ბრძოლის სტრატეგიას და შემდგომ ნაბიჯებს.
“თავისუფლების ფორუმი” არის საერთშორისო, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც აერთიანებს თავისუფლებისთვის მებრძოლ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.
“საქართველოს მომავლის აკადემია” Atlas Network-ს 2023 წლიდან შეუერთდა და არის თავისუფლებისთვის მებრძოლი საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრი.