22 დეკემბერს “საქართველოს მომავლის აკადემიის” და “წერტილის” ფასილიტაციით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა მორიგი სახალხო დისკუსია თემაზე “გაფიცვები”.

დისკუსიების სერიის მიზანია შექმნას საერთო სივრცე, რომელშიც საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა ყველას თანაბრად ექნება. შესაბამისად,  სახალხო დისკუსიას არ ჰყოლია მომხსენებლები.  აღნიშნულის სანაცვლოდ მონაწილეებს ადგილზე დახვდათ შესაძლებლობა, ამოერჩიათ მათთვის  საინტერესო თემა/მაგიდა და მოდერატორის დახმარებით ემსჯელათ  მასზე.

22 დეკემბერს დისკუსიის მონაწილეები განიხილავდნენ თუ როგორ უნდა დაიწყოს/გაგრძელდეს მასშტაბური გაფიცვები, რა სფეროებს უნდა შეეხოს, რამდენად რეალურია ის და ა.შ

გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის დღეს სახალხო დისკუსიები იმაზე საჭიროა, ვიდრე არასდროს. შესაბამისად მსგავსი დისკუსიების სერია გაგრძელდება.