„საქართველოს მომავლის აკადემია" აცხადებს მიღებას “ფენიქსის ორდენის” დიმიტრი ყიფიანის და კატო მიქელაძის სახელობის ნაკადებში. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს.

რას გთავაზობთ?

📚 დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური უნარებისა და ცოდნის შეძენა: შესაძლებლობა გექნება ისწავლო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, AI-ის გამოყენება, დებატები & საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა.

⚖️ საკუთარი უფლებების დაცვა და რეალიზება:  ისწავლი მართლმსაჯულებასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციას, ამასთან გაიგებ თუ როგორ ამოიცნო დეზინფორმაცია.

🚀 პრაქტიკული უნარების შეძენა: შენ არ იქნები მხოლოდ მსმენელი, არამედ აქტიურად ჩაერთვები როლურ თამაშებში, დებატებსა და სხვა აქტივობებში!

🫂 სოციალიზაცია და ახალი მეგობრების აღმოჩენა: ყოველ შაბათ-კვირას შეხვდები თანატოლებს, გაიჩენ მეგობრებს და ერთად განავითარებთ იდეებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

🏕️ “ფენიქსის ორდენის” წევრობა: კურსის დასრულების შემდეგ გახდები „ფენიქსის ორდენის“ წევრი და აკადემიის დიდი ოჯახის ნაწილი, რაც მოიცავს:

  • სხვადასხვა კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს სამაგდიო თამაშების კლუბი, დებატების კლუბი, მედიაწიგნიერების კლუბი თუ სხვა;
  • სპეციალურად დაორგანიზებულ ლექციებსა და ტრენინგებზე დასწრების უპირატეს უფლებას; 
  • საქართველოს მომავლის აკადემიის სხვა პროექტებსა  და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • ჩვენთან სტაჟირების გავლის უპირატეს შესაძლებლობას, და სხვა.

📲 პროექტში მონაწილეობის მისაღებად, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 10 მარტისა: https://shorturl.at/Q35w2

📍🗓  სწავლება დაიწყება 15 მარტს. შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას. ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა დეტალები შერჩეულ კანდიდატებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: phoenix@futureacademy.ge

კეთილი სურვილებით,

„საქართველოს მომავლის აკადემიის“ გუნდი