Admission to the Order of the Phoenix

„საქართველოს მომავლის აკადემია" აცხადებს მიღებას ფენიქსის ორდენის  მერაბ კოსტავას  და დესპინე გელოვანის სახელობის ნაკადებში. ფენიქსის ორდენში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს და I, II, III კურსის სტუდენტებს.

რას გთავაზობთ?

📚 დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური უნარებისა და ცოდნის შეძენა: შესაძლებლობა გექნება ისწავლო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, AI-ის გამოყენება, დებატები & საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა.

⚖️ საკუთარი უფლებების დაცვა და რეალიზება:  ისწავლი მართლმსაჯულებასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციას, ამასთან გაიგებ თუ როგორ ამოიცნო დეზინფორმაცია.

🚀 პრაქტიკული უნარების შეძენა: შენ არ იქნები მხოლოდ მსმენელი, არამედ აქტიურად ჩაერთვები როლურ თამაშებში, სიმულაციებსა და სხვა აქტივობებში!

🫂 სოციალიზაცია და ახალი მეგობრების აღმოჩენა: ყოველ შაბათ-კვირას შეხვდები თანატოლებს, გაიჩენ მეგობრებს და ერთად განავითარებთ იდეებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

🏕️ ფენიქსის ორდენის წევრობა: კურსის დასრულების შემდეგ გახდები ფენიქსის ორდენის წევრი და აკადემიის დიდი ოჯახის ნაწილი, რაც მოიცავს:

  • სხვადასხვა კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს სამაგიდო თამაშების კლუბი, დებატების კლუბი,  კინოკლუბი თუ სხვა;
  • სპეციალურად ფენიქსის ორდენის წევრებისთვის დაორგანიზებულ ლექციებსა და ტრენინგებზე დასწრების უფლებას; 
  • საქართველოს მომავლის აკადემიის სხვა პროექტებსა  და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • ჩვენთან სტაჟირების გავლის უპირატეს შესაძლებლობას, და სხვა.

📲 ფენიქსის ორდენში მონაწილეობის მისაღებად, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 9 ივნისისა

📍🗓  სწავლება დაიწყება 14 ივნისს. შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას, 5 კვირის განმავლობაში.  

ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა დეტალები შერჩეულ კანდიდატებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ. 

ფენიქსის ორდენში მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ მონაწილეთათვის დაფინანსებულია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: phoenix@futureacademy.ge

კეთილი სურვილებით,

„საქართველოს მომავლის აკადემიის“ გუნდი

Fill Out the Formarrow

Volunteering

"Georgia’s Future Academy" welcomes all interested young individuals. If you are eager to contribute to the empowerment of your peers and help shape Georgia’s future, fill out our simple registration form, and we will reach out to you soon! 

Join Usarrow

Donation

By supporting Georgia's Future Academy, you will empower the youth of Georgia and help build a modern, developed, and thriving nation!

If you’re interested in supporting us, please reach out through our communication channels.

Donation