მიღება ფენიქსის ორდენში
„საქართველოს მომავლის აკადემია" აცხადებს მიღებას ფენიქსის ორდენის ანასტასია თუმანიშვილი- წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ნაკადებში. ფენიქსის ორდენში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს და I, II, III კურსის სტუდენტებს.
რას გთავაზობთ?
📚 დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური უნარებისა და ცოდნის შეძენა: შესაძლებლობა გექნება ისწავლო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, AI-ის გამოყენება, დებატები & საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა.
⚖️ საკუთარი უფლებების დაცვა და რეალიზება: ისწავლი მართლმსაჯულებასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციას, ამასთან გაიგებ თუ როგორ ამოიცნო დეზინფორმაცია.
🚀 პრაქტიკული უნარების შეძენა: შენ არ იქნები მხოლოდ მსმენელი, არამედ აქტიურად ჩაერთვები როლურ თამაშებში, სიმულაციებსა და სხვა აქტივობებში!
🫂 სოციალიზაცია და ახალი მეგობრების აღმოჩენა: ყოველ შაბათ-კვირას შეხვდები თანატოლებს, გაიჩენ მეგობრებს და ერთად განავითარებთ იდეებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
🏕️ ფენიქსის ორდენის წევრობა: კურსის დასრულების შემდეგ გახდები ფენიქსის ორდენის წევრი და აკადემიის დიდი ოჯახის ნაწილი, რაც მოიცავს:
- სხვადასხვა კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს სამაგიდო თამაშების კლუბი, დებატების კლუბი, კინოკლუბი თუ სხვა;
- სპეციალურად ფენიქსის ორდენის წევრებისთვის დაორგანიზებულ ლექციებსა და ტრენინგებზე დასწრების უფლებას;
- საქართველოს მომავლის აკადემიის სხვა პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- ჩვენთან სტაჟირების გავლის უპირატეს შესაძლებლობას, და სხვა.
📲 ფენიქსის ორდენში მონაწილეობის მისაღებად, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 28 აპრილისა
📍🗓 სწავლება დაიწყება 3 მაისს. შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას, 5 კვირის განმავლობაში.
ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა დეტალები შერჩეულ კანდიდატებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ.
ფენიქსის ორდენში მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ მონაწილეთათვის დაფინანსებულია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: phoenix@futureacademy.ge
კეთილი სურვილებით,
„საქართველოს მომავლის აკადემიის“ გუნდი
შეავსე ფორმა
მოხალისეობა
“საქართველოს მომავლის აკადემია” ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდისათვის. თუკი გსურთ წვლილი შეიტანოთ თქვენი თანატოლების გაძლიერებაში და საქართველოს მომავლის ფორმირებაში, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით!
შემოგვიერთდიშემოწირულობა
“საქართველოს მომავლის აკადემიის” მხარდაჭერით თქვენ გააძლიერებთ საქართველოში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს და წვლილს შეიტანთ განვითარებული, თანამედროვე და წარმატებული საქართველოს ჩამოყალიბებაში!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით.
