სტრასბურგის სასამართლომ რუსული, რეპრესიული კანონების წინააღმდეგ საქართველოს მომავლის აკადემიის საჩივარი დაარეგისტრირა.
საქართველოს მომავლის აკადემია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს ივანიშვილის ფარას და რეჟიმის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ სხვა ავტორიტარული სტილის კანონმდებლობას. გასაჩივრებულია მათ საფუძველზე აკადემიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული ღონისძიებებიც, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული უკანონო მონიტორინგი.
2024-2025 წლებში მიღებული რუსული, რეპრესიული კანონები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან, ვინაიდან მათი მიზანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩერება და განადგურებაა. ისინი ეწინააღმდეგება კონვენციით გარანტირებულ ისეთ უფლებებს, როგორიცაა, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
საქართველოს მომავლის აკადემია აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას და გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ გზას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ რათა შეეწინააღმდეგოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას საქართველოში