„საქართველოს მომავლის აკადემია" აცხადებს მიღებას ფენიქსის ორდენის  ანასტასია თუმანიშვილი- წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის  სახელობის ნაკადებში. ფენიქსის ორდენში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს და I, II, III კურსის სტუდენტებს.

რას გთავაზობთ?

📚 დღევანდელი რეალობისთვის აქტუალური უნარებისა და ცოდნის შეძენა: შესაძლებლობა გექნება ისწავლო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, AI-ის გამოყენება, დებატები & საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა.

⚖️ საკუთარი უფლებების დაცვა და რეალიზება:  ისწავლი მართლმსაჯულებასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციას, ამასთან გაიგებ თუ როგორ ამოიცნო დეზინფორმაცია.

🚀 პრაქტიკული უნარების შეძენა: შენ არ იქნები მხოლოდ მსმენელი, არამედ აქტიურად ჩაერთვები როლურ თამაშებში, სიმულაციებსა და სხვა აქტივობებში!

🫂 სოციალიზაცია და ახალი მეგობრების აღმოჩენა: ყოველ შაბათ-კვირას შეხვდები თანატოლებს, გაიჩენ მეგობრებს და ერთად განავითარებთ იდეებს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

🏕️ ფენიქსის ორდენის წევრობა: კურსის დასრულების შემდეგ გახდები ფენიქსის ორდენის წევრი და აკადემიის დიდი ოჯახის ნაწილი, რაც მოიცავს:

  • სხვადასხვა კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობას, იქნება ეს სამაგიდო თამაშების კლუბი, დებატების კლუბი,  კინოკლუბი თუ სხვა;
  • სპეციალურად ფენიქსის ორდენის წევრებისთვის დაორგანიზებულ ლექციებსა და ტრენინგებზე დასწრების უფლებას; 
  • საქართველოს მომავლის აკადემიის სხვა პროექტებსა  და აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • ჩვენთან სტაჟირების გავლის უპირატეს შესაძლებლობას, და სხვა.

📲 ფენიქსის ორდენში მონაწილეობის მისაღებად, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 28 აპრილისა https://forms.gle/b1UJfyfGW22D3MNj8  

📍🗓  სწავლება დაიწყება 3 მაისს. შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას, 5 კვირის განმავლობაში.  

ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა დეტალები შერჩეულ კანდიდატებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ. 

ფენიქსის ორდენში მონაწილეობა უფასოა და შერჩეულ მონაწილეთათვის დაფინანსებულია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: phoenix@futureacademy.ge

კეთილი სურვილებით,

„საქართველოს მომავლის აკადემიის“ გუნდი