დონორი: ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი

ბიუჯეტი: 11 986.7 EUR

პროექტის განხორციელების პერიოდი: 03.2024 – 12.2024

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ახალგაზრდების ჩართულობით განათლების პოლიტიკაში ანგარიშვალდებულების გაზრდა. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობას მიიღებენ ოთხდღიან ბანაკში, სადაც სხვა აქტივობებთან ერთად მათ ჩაუტარდებათ ფოკუს ჯგუფის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც დაიდენტიფიცირდება მათი გამოწვევები და საგანმანათლებლო საჭიროებები სკოლაში სწავლებისას. ისინი ამავდროულად იმუშავებენ იდეებზე, რომელზე დაფუძნებითაც ბანაკის შემდგომ საკუთარ ქალაქებსა და სკოლებში განახორციელებენ კამპანიებს ადამიანის უფლებათა სწავლების წახალისებისთვის.

მსგავსი პროექტები