დონორი: Atlas Network

ბიუჯეტი: 30 000 USD

პროექტის განხორციელების პერიოდი: 12.2023 – 01.2025

პროექტის აღწერა:

საქართველოში საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების დაბალი მონაწილეობის საპასუხოდ ჩვენი პროექტის მიზანია “წადი არჩევნებზე” კამპანიის (Get Out To Vote) განხორციელება ციფრული პლატფორმების- Instagram და TikTok-ის, გამოყენებით. ჩვენ შევქმნით მოკლე და საინტერესო ვიდეოებს, სადაც განვიხილავთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და გავზრდით სამოქალაქო ცნობიერებას. პროექტზე იმუშავებენ ახალგაზრდები ჩვენი აქტიური დებატების ქსელიდან, ასევე ახალგაზრდა ლიდერები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მსგავსი ვიდეოების მომზადებაში. პროექტი სრულად განხორციელდება პრინციპით „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“.

მსგავსი პროექტები