დონორი: USAID National Governance Program
ბიუჯეტი: 100 000 GEL
პროექტის განხორციელების პერიოდი: 06.2024 – 01.2025
პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია მიაწოდოს ახალგაზრდებს საჭირო ცოდნა და უნარები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის გასაზრდელად. ამ მიზნით ახალგაზრდები საქართველოს ექვს ქალაქში ჩაერთვებიან საგანმანათლებლო პროექტში- „ღია გონების აკადემია“, რომლის ფარგლებშიც ჩაუტარდებათ ტრენინგები სახელმწიფო მოწყობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, ანტიკორფუციულ მექანიზმებზე, აგრეთვე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეზე. აკადემიის ფარგლებში მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია დაბატების ტრენინგი და დებატების ტურნირიც. აკადემიის დასრულების შემდეგ მონაწილეები შექმნიან ჯგუფებს აქტიური მოქალაქეობის ინიციატივების განსახორციელებლად და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.