დონორები:
Ertad.ge (2017 წ.), აშშ-ის საელჩო საქართველოში (2018 წ.), ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2019 წლიდან პროექტი ხორციელდებოდა აკადემიის რესურსებითა და მოდებატეების ფინანსური თანამონაწილეობით. 2022-2023 წლებში პროექტის პარტნიორი იყო საქართველოს უნივერსიტეტი.
პროექტის ბიუჯეტი:
2,500 GEL (2017 წ. საპილოტე სეზონები), 23,393 USD (აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული 2018 წ. გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონები), 9,000 EUR (ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ტრენინგები)
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2017-2023
აღწერა:
„იდებატე!“ არის საქართველოში ყველაზე მასშტაბური და ერთადერთი სეზონური დებატების ჩემპიონატი, რომლის მიზანია საქართველოში დებატების და საჯარო გამოსვლების კულტურის ამაღლება. პროექტი ტარდება სეზონურად და დღემდე მასში ჩართულია 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის შესარჩევი ტურნირები ტარდება 7 რეგიონში.