დონორი: პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის რესურსებითა და დამსწრეთა ფინანსური თანამონაწილეობით.
ბიუჯეტი: თითო სკოლის ბიუჯეტი დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2015-2016
აღწერა:
პროქტის მიზანია ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის მიწოდება და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია. თემატური სკოლა არის 6-8-კვირიანი კურსი, რომელიც მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს, ასევე ვიზიტებს სახელმწიფო უწყებებში (პარლამენტი, უზენაესი სასამართლო და ა.შ.). 2015-2016 წლებში ჩატარდა სამი თემატური სკოლა - „ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის სკოლა“, „პოლიტიკური აზრის ისტორიის სკოლა“ და „კანონის უზენაესობისა და აღსრულების სკოლა“.